1781814041
ლაშა დარსალია ეუთო-ს გენერალურ მდივანს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
ეუთო-ს უსაფრთხოების მიმოხილვის ყოველწლიური კონფერენციის (ASRC) ფარგლებში, ქალაქ ვენაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, იგნასიო კასისთან და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, სონატა კოლტერთან.
ფერიდუნ სინირლიოღლუსა და იგნასიო კასისთან შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობა და ორგანიზაციის ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს თანამშრომლობა ეუთო-ს ფარგლებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, მიმდინარე გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებს, ასევე რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობას.












