ამერიკელი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ ღმერთის ადგილსამყოფელს მიაგნო
1771273872
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო სხდომაზე ქვეყნის ხელისუფლების დამხობის თაობაზე გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ამ სახის მოწოდებები ყველას კარგად ახსოვს 4 ოქტომბრამდე და დღესაც გრძელდება.
„ეს მოწოდებები, რაც გრძელდება და რაც ხდებოდა 4 ოქტომბრამდე, ყველას კარგად გვახსოვს. მთელი კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული სახელმწიფო გადატრიალებასთან, ხელისუფლების დამხობასთან, რევოლუციის მოწყობასთან დაკავშირებით, შემდეგ 4 ოქტომბერს დაიწყეს ამ ყველაფრის განხორციელებაც, თუმცა, ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა იმოქმედეს კანონის ფარგლებში. ყველა, ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი, რა თქმა უნდა, აგებს პასუხს კანონის წინაშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.