ცნობილია მერაბ დვალიშვილის დაბრუნების თარიღი და მეტოქე
1765139668
ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან გახშირებული კრიტიკის მიუხედავად, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კაია კალასი შეერთებულ შტატებს ევროპის უმთავრეს მოკავშირედ მიიჩნევს. შესაბამისი განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ტელეკომპანია euronews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ გაეცნო შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროპა მიგრაციის, ცენზურისა და ზეეროვნული პოლიტიკის გამო, „ცივილიზაციის წაშლისკენ“ მიემართება.
„მოდით, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რისი გაკეთებაც ერთად შეგვიძლია. ვგულისხმობ, რომ ამ უსაფრთხოების სტრატეგიიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ ის, რომ ჩვენ და ამერიკა კვლავ მოკავშირეები ვართ. ჩვენ ყოველთვის არ გვაქვს საერთო აზრი ყველაფერში. მოდით, ყურადღება გავამახვილოთ გლობალურ გამოწვევებზე, რომლებიც რეალურად გვაქვს. ესენია, მოგეხსენებათ, ჩინეთის იძულებითი ეკონომიკური პრაქტიკა, რომლის წინაშეც ორივე ვდგავართ; საფრთხე, რომელიც მოდის ისეთი მავნე პოლიტიკური აქტორებისგან, როგორებიც არიან: რუსეთი, ჩინეთი, ირანი“, - განაცხადა კალასმა.