ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს შეხვდა
1771259889
ევროკავშირმა და პარტნიორებმა ძალიან ბევრი ლაპარაკი იციან დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია არჩევნების შედეგების პატივისცემა, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციისას.
მისივე თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყველა კანონის დაცვით ჩატარდა არჩევნები, ზოგიერთს უნდოდა, არჩევნები ხელახლა ჩატარებულიყო“.
„ეუთო-მ მცირე დარღვევები დააფიქსირა, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, პატივი ვცეთ არჩევნების შედეგებს. ეს დიალოგისთვის პოზიტიური არ არის. ჩვენთანაც იგივე სიტუაცია იყო. არჩევნები როდესაც მოვიგეთ, ქუჩებში ხალხი იყო გამოსული იმ მიზეზით, რომ არჩევნები ჩატარდა არასამართლიანად. ევროკავშირში დაისვა საკითხი, რომ სანქციები დაგვეწესებინა საქართველოსთვის. მე საკითხი წამოვჭერი, რომ გარკვეულ კითხვებზე პასუხები მიმეღო, მაგრამ არ მიმიღია. შემდეგ გაიმართა შეხვედრა, სადაც საქართველოს წარმომადგენლები არ დაპატიჟეს. აშშ-ში მთავრობა რომ არ შეცვლილიყო და ტრამპის ხელისუფლება არ მოსულიყო, უკრაინაში მშვიდობაზე საუბარი არც კი იქნებოდა დაწყებული. ჩვენც მოვითხოვეთ, რომ სლოვაკეთში არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნონ თავიანთი შემოსავლები, ისე როგორც მთავრობის წევრები აქვეყნებენ. რატომ არ უნდა გამოაქვეყნონ არასამთავრობოებმა? გავმართოთ ამაზე დისკუსია, დიალოგი და ერთმანეთს დავუსვათ შეკითხვები. მოქალაქეებს აქვთ უფლება, საგარეო ჩარევის გარეშე, თვითონ გადაწყვიტონ, რა არის კარგი და რა – ცუდი. ჩვენთანაც იყო მსგავსი შემთხვევა დიდი ბრიტანეთის მხრიდან, შემდეგ გავმართეთ კომუნიკაცია და ყველა
საკითხი გავარკვიეთ. მთავარია დიალოგის გამართვა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვხედავ დიალოგის გამართვის სურვილს“, - განაცხადა იურაი ბლანარმა.
*მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით