საპატრიარქო სამძიმრის წერილს აქვეყნებს
1788601861
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გავრცელებულ წერილში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ყოფილი თანაგუნდელი დერეფანში ყოველი ჩავლის დროს საკნიდან უშვერი სიტყვებით იგინება.
"ნიკანორ მელია, დიახ, ის მელია, რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე ჩემი მიმართულებით საკნიდან (ზუსტად ისე, გლდანში კრიმინალები რომ მაგინებდნენ), ვინაიდან გინების გარდა სხვა ბგერებს არ გამოსცემს, ვერ გეტყვით ზუსტად, რა უნდა," - წერს მიხეილ სააკაშვილი.