გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1771229799
ყველა მიმართულებით საქმიანობის თვისებრივად გააქტიურებისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გეკა გელაძეს და მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, ყველა მიმართულებით არის განსაკუთრებული შედეგები და აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
„ყველა მიმართულებით საქმიანობის თვისებრივად გააქტიურებისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გეკა გელაძეს და მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას, მინისტრის მოადგილეებს. ყველა მიმართულებით არის გააქტიურებული მუშაობა. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა და აქაც გავიხსენებ სტატისტიკას – გასული ათი წლის განმავლობაში რამდენი არალეგალი მიგრანტიც იყო გაძევებული, იმდენი გააძევა მარტო გასული 12 თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ასევე, ნარკოტიკების მიმართულებით რადიკალურად არის შეცვლილი სტატისტიკა და რამდენიმე ასეული ნარკორეალიზატორი იქნა დაკავებული, დაპატიმრებული ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რამაც რადიკალურად შეამცირა ნარკოტიკების რეალიზაცია ჩვენს ქვეყანაში, ხელმისაწვდომობა შეზღუდა ნარკოტიკებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, პირველივე თვეში, როდესაც თანამდებობაზე დაინიშნა გეკა გელაძე, თვისებრივად გააქტიურდა მუშაობა. მძიმე ვითარება იყო, მათ შორის, თბილისში, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში. აქ ეს პრობლემა პრინციპულად მოგვარდა. ესეც არის გეკა გელაძისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურება. ყველა მიმართულებით გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას. კორუფციული დანაშაული, ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკული დანაშაული, უკანონო მიგრაცია – ყველა მიმართულებით გვაქვს უკვე განსაკუთრებული, გამორჩეული შედეგები მთელი ბოლო თვეების განმავლობაში და კიდევ უფრო მეტი შედეგების მიღწევა გვინდა მომდევნო პერიოდში“, – განაცხადა პრემიერმა.