1746548142
ირაკლი კობახიძე - მადლობა პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის

მინდა, მადლობა გადავუხადო პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, რით დაიმსახურა ირაკლი კობახიძემ ეს ყველაფერი, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საკუთარ დამსახურებაზე თავად ვერ ისაუბრებს და ამას აფასებენ პარტიის წევრები, ყრილობის დელეგატები.
„დამსახურებას რაც შეეხება, ამას მე ვერ შევაფასებ, დამსახურებას აფასებს პარტიის ყრილობის დელეგატი, აფასებენ ჩვენი პარტიის წევრები. რა თქმა უნდა, მინდა, მადლობა გადავუხადო პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის. დამსახურებას რაც შეეხება, მე როგორ ვილაპარაკო ჩემს თავზე, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ მიიღო პოლიტიკურმა საბჭომ, როცა გადაწყდა ჩემი კანდიდატურის წარდგენა და შემდეგ გადაწყვეტილება მიიღეს დელეგატებმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.