იონათამიშვილი ევროკავშირის საბჭოზე: აქვთ ინტერესი, რომ საქართველოზე ცუდი განცხადებები გაავრცელონ, იმიტომ რომ ჰქონიათ - თუ ამას გააკეთებენ, საქართველოსთან დაკავშირებული გეგმების განსახორციელებლად მეტი შანსი და ექნებათ

რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დოკუმენტი შეაფასა. დასკვნაში აღწერილ კონკრეტულ კანონებსა და სასამართლოზე გადაწყვეტილებებზე საუბრისას, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ბრიუსელის მხრიდან არათანმიმდევრულ მიდგომას გაუსვა ხაზი.

მან აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლო ამართლებს ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს და ამტყუნებს მათ, ვისაც საქართველოს წინააღმდეგ შეჰქონდა სარჩელი, ევროკავშირის მხრიდან კი არ კეთდება განცხადებები იმის შესახებ, რომ პირველად გადაწყვეტილების კრიტიკა მცდარი იყო.

„მაინც იგივე რიტორიკას იმეორებენ. იგივე კანონმდებლობაზე, ხან გვეუბნებოდნენ, რომ ლგბტ პროპაგანდის მიმართულებით არანაირი განსაკუთრებული დირექტივა ევროკავშირის მხრიდან არ გვაქვს, ხან სხვა გადაწყვეტილებას იღებდნენ. აქაც არათანმიმდევრულები იყვნენ. სინამდვილეში, ეს განცხადებები იმიტომ კი არ კეთდება, რომ მათ ან მართლმსაჯულების ბედი ადარდებთ, ან ეს კანონები აინტერესებთ. სინამდვილეში მათ აქვთ ინტერესი, რომ საქართველოზე ცუდი განცხადებები გაავრცელონ, იმიტომ რომ ჰქონიათ - თუ ამას გააკეთებენ, საქართველოსთან დაკავშირებული გეგმების განსახორციელებლად მეტი შანსი და შესაძლებლობა ექნებათ“, - აცხადებს იონათამიშვილი.