1775566160
გვქონდა შესაძლებლობა, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გვესაუბრა ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანასთან დაკავშირებით - მაკა ბოჭორიშვილი
"ვხედავთ პოტენციალს, კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს კავშირები", - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევთან შეხვედრის შესახებ საუბრობს.
"ჩვენ ყახაზეთთან ათწლეულების განმავლობაში გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, მჭიდრო ეკონომიკური კავშირები, რაც ორივე ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ვხედავთ პოტენციალს, კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს კავშირები. ჩვენ დღეს გვქონდა შესაძლებლობა, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გვესაუბრა ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანასთან დაკავშირებით და განგვეხილა ის შესაძლებლობები, რაც არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, როგორც პოლიტიკურ დონეზე თანამშრომლობისთვის, ასევე ეკონომიკური მიმართულებით", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.











