ავარიის შედეგად დაღუპული პედაგოგის ვინაობა ცნობილია
1765902919
საქართველოსთან მიმართებაში უსამართლო და უსაფუძვლო განცხადებებს მხოლოდ მარტა კოსი არ აკეთებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დიალოგისთვის თუ სხვა ნებისმიერი ფორმატისთვის არის მზად, მაგრამ როცა ქვეყანას არ აღიქვამ თანასწორ პარტნიორად და კოლონიად მოიხსენიებ, არ შეიძლება, საუბარი იყოს რაიმე დიალოგზე.
„იმაზე მეტი მტკიცებულება რა გინდათ, როცა ამერიკის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ევრობიუროკრატიას აკრიტიკებენ? რა გასაკვირია, რომ ამ ადამიანების მიმართ გარკვეული პრეტენზიები ჩვენ გვქონდეს, როცა ისინი ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებენ? დიალოგი თუ სხვა ნებისმიერი ფორმატისთვის მზად ვართ, მაგრამ როცა არ აღმიქვავ, როგორც თანასწორ პარტნიორს და როგორც კოლონიას ისე მიხსენიებ, ბუნებრივია, არ შეიძლება, საუბარი რაიმე დიალოგზე იყოს. როცა საუბარია იმაზე, რომ სხვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში არ ერევიან, გამოდის, რომ ჩვენ ქვეყნად არ მუგვიჩნევენ, რადგან საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში ერევიან. თუ ქვეყნად არ მიგვიჩნევენ, ე.ი. თანასწორადაც არ გვთვლიან. როცა ამას მიხვდებიან და იმედია, მალე მიხვდებიან, შემდეგ შეიძლება, ეს ფორმატი პროდუქტიული იყოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ „იმედი მაქვს, ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს, თუმცა ეს მათ ხელშია“.