გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი დღის წესრიგი „ნაცმოძრაობასთან“ ბრძოლა იყო, რადგან ეს პარტია საქართველოს ებრძოდა და დღემდე ებრძვის, ჩვენ კი ყველა იმას ვებრძვით, ვინც ქვეყნის წინააღმდეგაა

გურამ მაჭარაშვილი

საბედნიეროდ, ქართულ პოლიტიკაში ჯანსაღი ძალები არიან, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ ჩაანაცვლებენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ებრძოდა და დღემდე ებრძვის.

„ნაცმოძრაობის“ ფილიალები როდესაც ამბობენ, „ნაცები“ არ არიან და ამ დროს „ნაცების”“საქმეს აკეთებენ, აბა, ვინ არიან? – საბედნიეროდ, ქართულ

პოლიტიკაში ჯანსაღი ძალები არიან, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ ჩაანაცვლებენ. ჩვენი დღის წესრიგი „ნაცმოძრაობასთან“ ბრძოლა იყო, რადგან ეს პარტია საქართველოს ებრძოდა და დღემდე ებრძვის. ჩვენ კი ყველა იმას ვებრძვით, ვინც ქვეყანას ებრძვის. „ნაცმოძრაობასთან“ ბრძოლა იდეა ფიქსი არ ყოფილა, მაგრამ აქამდე ჩვენს დღის წესრიგში იყო, რადგან ქვეყანას ძირს უთხრიდნენ და ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვიცავდით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა: „ლევან სანიკიძე – ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.