გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
საზოგადოებისთვის ძალიან დიდი ნდობით აღსავსე ღირსეული ადამიანი იქნება არჩეული „ქართული ოცნების“ დელეგატების მიერ ყრილობაზე, - განაცხადა „ქრონიკასთან“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.
„კონსულტაციები დასრულებულია პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის ძალიან დიდი ნდობით აღსავსე ღირსეული ადამიანი იქნება არჩეული „ქართული ოცნების“ დელეგატების მიერ ყრილობაზე. ასევე ყრილობაზე მცირედით განვაახლებთ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობას და ვაკანტურ პოზიციებზე ავირჩევთ ახალ წევრებს. ამ ყრილობაზევე იქნება საუბარი მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც უმნიშვნელოვანესია წელს“, - აღნიშნა მიქანაძემ.
დღეს „ქართული ოცნების“ რიგით მეცხრე ყრილობა გაიმართება.