ლოცვა, რომელიც ბარბარობას უნდა წაიკითხოთ
1765914722
როდესაც ვსაუბრობთ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები შესაძლოა მოგვარდეს, თუკი საქართველო მხარს დაუჭერს კიევის პოლიტიკურ პოზიციას - საერთაშორისო ფორუმებზე, მხარს დაუჭერს რეზოლუციებს, ეს არის იმედი, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს და პრაქტიკულად მოკლულია 2022 წლის თებერვლიდან, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოს მიაჩნია, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს.
„ჩვენ სამართლიანობას ვუჭერთ მხარს და ვპოზიციონირებთ როგორც დამოუკიდებელი, ევროპული სტანდარტების მქონე სახელმწიფო, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს ომი უნდა დამთავრდეს და სამართლიანი გადაწყვეტილებებია მისაღები“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ის ასევე ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს მიმართ ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჰააგაში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მიწვევით იმყოფება, სადაც მაღალი რანგის დიპლომატიურ კონფერენციაში მონაწილეობს. საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში საქართველომ უკრაინის მიმართ მორიგი მხარდაჭერა დაადასტურა.