1782072928
გეკა გელაძემ საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰიონ დუ კიმთან შეხვედრა გამართა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰიონ დუ კიმთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება; საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების განვითარებას.










