გეკა გელაძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

გეკა გელაძე

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, ასევე მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

გეკა გელაძემ პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.