17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1781637863
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაციის ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულდა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ბორდის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით - "რეგიონული წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში: მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში".
პარტია "ახალი აზერბაიჯანის" ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარე, ბახტიარ ისლამოვი აცხადებს, რომ გასულ წელს "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საშუალებას იძლევა.
"საერთაშორისო კონფერენცია ყოველწლიურია და სულ უფრო მეტი ქვეყანა მონაწილეობს აზიიდან და ევროპიდან. გვაქვს დიალოგი, დისკუსია. წლევანდელი კონფერენცია განსაკუთრებულია, რადგან მონაწილეობას იღებენ ჩვენი მეგობრები საქართველოდან, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციიდან. ჩვენ გასულ წელს გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი "ქართულ ოცნებასთან", რაც საშუალებას გვაძლევს, გავაღრმაოთ მეგობრული ურთიერთობები", - აცხადებს პარტია "ახალი აზერბაიჯანის" ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარე, ბახტიარ ისლამოვი.