ეს იყო ოპერაცია „ყულფი“, როდიონოვმაც კი, რაღაც ნაწილი გზა დაგვიტოვა გასაქცევი 1989 წლის 9 აპრილს. მერაბიშვილმა არ დაგვიტოვა არსად გასაქცევი საშუალება, ყველა იმ ხორცსაკეპ მანქანაში უნდა მოყოლილიყო და როგორც მან ბრძანება გასცა, დაზიანების გარეშე არავინ არ უნდა ყოფილიყო - შალვა ოგბაიძე 2011 წლის 26 მაისის აქციაზე

შალვა ოგბაიძე

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც თბილისის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ  2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის დეტალებზე ისაუბრა.

შალვა ოგბაიძის განცხადებით, იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ გაცემული იქნა დავლება, რომლის თანახმადაც, 2011 წლის 26 მაისის აქციიდან დაზიანების გარეშე არცერთ მოქალაქეს არ უნდა დაეტოვებინა ტერიტორია.

„ჩემმა მეუღლემ გამოგვიტანა გამოსაცვლელი ტანსაცმელი 21:00 საათი იქნებოდა, წვიმა დაიწყო. მაგრამ უკან გასვლა უკვე იყო საშიში, იმიტომ რომ,  ვიცოდით, უკან გასვლის დროს ფიზიკური შეურაცხყოფის გარეშე არავის არ უშვებდნენ ეს იყო მთლიანად გადაკეტილი მოედანი, ჩიტაძის ქუჩა იქნებოდა, თუ რუსთაველის ორივე მხარე. ეს იყო ოპერაცია „ყულფი“, რომელიც იმ სულძაღლიანმა როდიონოვმაც კი, რაღაც ნაწილი გზა დაგვიტოვა გასაქცევი 1989 წლის 9 აპრილს. მერაბიშვილმა არ დაგვიტოვა, არსად გასაქცევი საშუალება არ იყო, ყველა ამ ხორცსაკეპ მანქანაში უნდა მოყოლილიყო და როგორც მან ბრძანება გასცა დაზიანების გარეშე არავინ არ უნდა ყოფილიყო, რაც შესრულდა კიდევაც. მე უგონოდ შემიტანეს საავადმყოფოში იმ ღამის შემდეგ, ხოლო გიორგი და ლევანი აწამეს უღმერთოდ. პოლიციის სამმართველოში, რომ მიიყვანეს ლევანი ყოველ სართულზე გადასცემდნენ ესტაფეტით, რომ ეს ოგბაიძის შვილიაო. ყველას ვისაც არ ეზარებოდა თითოს უმატებდა. გიორგი მარნეულის წინასწარ დაკავების იზოლატორში ვიპოვეთ. ცა არ უნახავთ, არავითარი გასეირნება“,-განაცხადა შალვა ოგბაიძემ.