ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მეგობარ უნგრეთთან გვქონდეს საუკეთესო ურთიერთობა - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

უნგრეთში არჩევნებს როგორც ეუთოს, ისე საპარლამენტო ჯგუფის ფარგლებში, ქართველი დეპუტატები აკვირდებოდნენ.

მმართველი გუნდის წევრები უნგრეთთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელებას ელიან.

"დამაჯერებლად გაიმარჯვა პიტერ მადიეროს "ტისამ", ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ. მან უნგრეთის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი მოიპოვა. შესაბამისად, მეორე ადგილზე გავიდა მოქმედი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური ძალა. სულ სამმა პარტიამ შეძლო და გადალახა საარჩევნო ბარიერი. დაფიქსირდა გამორჩეულად დიდი აქტივობა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა მიულოცა გამარჯვებულ ძალას ქართველი ხალხისა და ჩვენი ხელისუფლების სახელით გამარჯვება. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მეგობარ უნგრეთთან გვქონდეს საუკეთესო ურთიერთობა და გაღრმავდეს ქართველ და უნგრელ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.