დონალდ ტრამპი: როცა საქმე არჩევნებს ეხება, ჩვენ მესამე სამყაროს ქვეყნებზე უარეს ვითარებაში ვართ

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკაში არსებული საარჩევნო სისტემა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა ერთ-ერთ პოდკასტში განაცხადა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, გაყალბებული იყო.

„2020 წლის არჩევნები გაყალბებული იყო... როცა საქმე არჩევნებს ეხება, ჩვენ მესამე სამყაროს ქვეყნებზე უარეს ვითარებაში ვართ“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა „ამერიკის გადარჩენის აქტის“ მიღების აუცილებლობა, რომელიც საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებაზეა ორიენტირებული.