1781729221
დღეს საქართველოს სერბეთის პრეზიდენტი მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა
სერბეთის პრეზიდენტს ელოდებიან დღეს თბილისში. ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოში მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ჩამოდის.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონია ათონელის რეზიდენციაში 15:30 საათზე შედგება. დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა, სადაც "მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ" - ნათქვამია ინფორმაციაში.











