დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესზე: ეს არის არათუ დასასრულის დასაწყისი „ნაცმოძრაობისთვის“, არამედ დასასრულის დასასრული

დავით მათიკაშვილი

ეს არის არათუ დასასრულის დასაწყისი „ნაცმოძრაობისთვის“, არამედ დასასრულის დასასრული, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

დეპუტატს წამყვანმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე დაუსვა კითხვა.

„ეს არის არათუ დასასრულის დასაწყისი „ნაცმოძრაობისთვის“, არამედ დასასრულის დასასრული. „ნაციონალური მოძრაობა“ რაც მალე დასრულდება როგორც პოლიტიკური ძალა საქართველოში, იმ ავი ქმედებების ფონზე, რაც ამ ძალამ საკუთარი ქვეყნის წინაშე ჩაიდინა, მით უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვისაც და საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვისაც“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.