თელავში, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია - ინფორმაცია ადგილიდან
1771243309
განათლების რეფორმაზე დებატებისას არაფრისმთქმელი, უარგუმენტო და პროტესტის მცდელობები მოვისმინეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, არგუმენტები სადაც კი იყო, პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ კორექტორებისთვის მზად არის და ასეთი შინაარსის არგუმენტები თუ არსებობს, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.
„ხელისუფლება სრულიად ღიაა, განათლების რეფორმაზე იმსჯელოს. ამ დროს როცა აღარ ცდილობ, რომ შენი სიმართლე ამ ფორმატში გააჟღერო, ეს ნიშნავს, რომ მართალი არ ხარ. ნაცვლად იმისა, არგუმენტები მოეგროვებინათ, აქციებს მართავენ და ფსევდოსიმართლის დამტკიცებას ცდილობენ, რაც არასწორია. საგნობრივი დისკუსიისთვის მზად ვართ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.