ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში - დეტალები
1789500836
ჩვენი ქვეყანა იმსახურებს, რომ პოლიტიკურ ველზე არ იყოს საქართველოში უცხო ძალების აგენტურა წარმოდგენილი, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამ მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც მმართველი გუნდი 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს.
მისი თქმით, ამ პოლიტიკურ აქტორებს სინამდვილეში არაფერი აქვთ საერთო არც პოლიტიკასთან, არც პოლიტიკურ პარტიებთან. იონათამიშვილი მათ უცხო ძალების პროექტებსა და „ოროსნებს“ უწოდებს. მისივე თქმით, ისინი მზად არიან უცხო ძალების დავალებებით ძირი გამოუთხარონ ქვეყნის სუვერენიტეტს, თუმცა საბოლოო ჯამში ამ დავალებებს მაინც ვერ ასრულებენ.
„ისინი ყოველ ჯერზე უარყოფენ ჩვენი ხალხის ნებას, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის ნებასაც. ნდობადაკარგულ, განადგურებულ აქტორებს წარმოადგენენ ისინი დღეს ჩვენი მოსახლეობისთვის, ამიტომ ამ პროცესების ლოგიკური შეფასება იქნება საბოლოო ჯამში ის პროცესი, რომლის მანდატით ჩვენ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ აღგვჭურვა მაშინ, როდესაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მორიგ ჯერზე გაიმარჯვა. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ აგენტურული ჯგუფები არ დარჩნენ ქართულ პოლიტიკაში“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
მან დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელი სამართლებრივი არგუმენტებით არის გამყარებული, მმართველ გუნდს კი სასამართლო სხდომებზე ღირსეული წარმომადგენლობა ეყოლება. იონათამიშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, საკუთარი არგუმენტები საზოგადოებას სასამართლო პროცესზე წარუდგინონ.