ჩვენ ვმოქმედებთ არა ჩვენი პოლიტიკური, სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იქიდან, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რათა ეკონომიკა, უსაფრთხოება და დემოკრატია სულ უფრო მეტად ვითარდებოდეს - რატი იონათამიშვილი

rati ionatamishvili

ჩვენ ვმოქმედებთ არა ჩვენი პოლიტიკური, სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იქიდან, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რათა ქვეყანაში ეკონომიკა, უსაფრთხოება და დემოკრატია სულ უფრო მეტად ვითარდებოდეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.

იონათამიშვილის თქმით, ამას სჭირდება სწორედ ის, რომ ეროვნული ძალები იყვნენ როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში.

„დღეს ძალიან საინტერესო და ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ, როდესაც მან აღნიშნა, რომ წმინდა ვიწრო პოლიტიკური სუბიექტური ინტერესებით რომ ვიმოქმედოთ, რა თქმა უნდა, ასეთი ხალხი როდესაც გყავს ოპოზიციაში, ეს შესაძლოა ელექტორალურად ძალიან მომგებიანიც იყოს ჩვენთვის. ისინი არიან გაშიფრულები, მათ არ აქვთ არანაირი მხარდაჭერა ჩვენი საზოგადოების მხრიდან და ასეთი გაკოტრებული ოპოზიცია როდესაც გყავს, რა თქმა უნდა, შენ ყოველთვის განაღდებული გაქვს დიდი ანგარიშით გამარჯვება. ამ მხრივ, შესაძლოა საინტერესო არც ყოფილიყო ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ არა ჩვენი პოლიტიკური სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იქიდან, თუ რა სჭირდება ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რათა ქვეყანაში ეკონომიკა, უსაფრთხოება და დემოკრატია სულ უფრო მეტად ვითარდებოდეს. ამას სჭირდება სწორედ ის, რომ ეროვნული ძალები იყვნენ როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში“, - აღნიშნა მან.

✕