სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი - დაკავებულია 5 პირი
1781856283
ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი იმართება. ევროპელი ლიდერები უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის, ასევე, ახლო აღმოსავლეთისა და მიგრაციის საკითხებზე მსჯელობენ. განსახილველ საკითხებს შორისაა ერთიანი ევროპული ბაზრის გაძლიერება და 2028-2034 წლებისთვის ევროკავშირის ფინანსური ჩარჩოს შემუშავება.
სამიტს ესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც შეხვედრა ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის ლიდერებთან გამართა.
„ეს უკრაინისთვის ისტორიული კვირა იყო. ორშაბათს ოფიციალურად გავხსენით პირველი კლასტერის მოლაპარაკებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირის გაფართოებისა და უკრაინის ევროკავშირში სრული გაწევრებისკენ. დიდი შვიდეულის სამიტზე კი მივიღეთ ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც უკრაინისადმი მკაფიო და მტკიცე მხარდაჭერა იყო გამოთქმული. ეს ნიშნავს, რომ ახლა 27 წევრი სახელმწიფო გაერთიანებულია უკრაინის მხარდაჭერაში. ახლა ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები კანადიდან, იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან - ყველა ერთად ვმუშაობთ უკრაინის მხარდაჭერის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ, ანტონიუ კოშტამ.
„ჩვენ ძალიან ძლიერ გზავნილს ვუგზავნით რუსეთს, რომ უკრაინისთვის მომდევნო 2 წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს სესხს უზრუნველვყოთ, უკრაინის გვერდით ვიდგებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მეორე მხრივ რუსეთის ეკონომიკა იტანჯება. ის ფაქტი, რომ რუსეთმა გათიშა ინტერნეტი, მაგალითად ტელეგრამი, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი კვლავ აღმართავს რკინის ფარდას, მაგრამ ახლა ეს არის არის ციფრული რკინის ფარდა საკუთარ ხალხზე“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.