"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ზედაპირზე ამოვიდა ყველა სუბიექტის გეგმა და შესრულებული სამუშაო, რას აკეთებს „ქართული ოცნება“ და რას – ოპოზიციად წოდებული გაერთიანება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ოპოზიციას აქვს კონკრეტული ამოცანა, რაც ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას უკავშირდება.
„არსებობს მეორე ამოცანა, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ, სტაბილურობა შევინარჩუნოთ და მაჩვენებელიც საქართველოს მოწინავე პოზიციაზე ყოფნას აჩვენებს, რაც მთელმა მსოფლიომ აღიარა და რეიტინგებში აღიარებულია. შედეგით უნდა ვიმსჯელოთ და არა იმ ზღაპრებით, რითაც ოპონენტები საზოგადოების გამოკვებას ცდილობენ. არათუ 60 მანდატი, არამედ უფრო ნაკლები მანდატიც უფრო ეფექტურად შეგიძლია გამოიყენო, თუ ორიენტირებული ხარ მუშაობაზე და საკუთარი პოზიციის გატანაზე. თუნდაც, პოლიტიკით, საშინაო და საგარეო პოლუტიკაზე ალტერნატიული მოსაზრებების დამუშავებით და ხალხისთვის შეთავაზებით, მაგრამ 2021 წელს, შარლ მიშელის შეთანხმებასაც კი არ მოაწერეს ხელი, როცა პარლამენტში სამართავად ხუთი კომიტეტი უნდა გადაებარებინათ. ამჯერადაც, გეგმა იყო რევოლუცია, რომელსაც წინაპირობად უნდა ჩამოეყალიბებინა სისხლისღვრის ფართომასშტაბიანი ვითარება. ეს მათი გეგმა იყო, რასაც, რა თქმა უნდა, პარლამენტში შემოსვლა და მუშაობა ვერ პასუხობს. მით უმეტეს, იმაზე დათანხმება, რომ კომიტეტების გარკვეული რაოდენობა აეღოთ და უარი ეთქვათ რევოლუციაზე. ეს გეგმები სხვა არის იმისგან, რაც საზოგადოებამ ბოლო ექვს თვეში დაინახა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ექვსი თვის პერიოდი შეაჯამა.