„ძლიერი ქარი და შტორმი“ - სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1775558421
ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის, მაგალითად, ნონა ქურდოვანიძისთვის გაუგებარია, რამდენი სქესი არსებობს, შესაბამისად, ის ვერც კანონის ჩანაწერებს ვერ გაიგებდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ატეხილი აჟიოტაჟი ჩვეულებრივი ფეიკნიუსების კამპანიაა.
„ატეხილი აჟიოტაჟი ჩვეულებრივი ფეიკნიუსების კამპანიაა, რომელიც იმ ადამიანების მხრიდან არაერთხელ გვინახავს, რომლებიც საკუთარ თანხებს არ ასაჯაროებენ და საზოგადოებას არ ეუბნებიან, ვისგან ფინანსდებიან და რა თანხებს ხარჯავენ. ასეთი ორგანიზაციების და მათი პატრონების ქმედებების გამო არაერთხელ იყო საკანონმდებლო ცვლილებები მიღებული, რაც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას და ამავდროულად ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. ხომ საუბრობენ, რომ ქართველი ხალხის წარმომადგენლები არიან, მაგრამ თანხების წარმომავლობის, განხორციელებული ქმედებების და საქმიანობების საჯაროობა არ უნდათ და არ სდებენ პატივს ქართველ ხალხს, რომ ეს ყველაფერი აუხსნან და მოახსენონ. ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში პატრონების შავი ფულის ტრიალი როგორმე იყოს შენარჩუნებული. ჩვენ ეს მინიმუმამდე დაგვყავს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტი „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული კონკრეტული სახის სახსრები გრანტად აღარ მიიჩნევა.