მაშველები მტკვარში გადავარდნილ ავტომობილს ამ დრომდე ეძებენ - რა დეტალებია ცნობილი
1780459881
კვლავ შეფასებების საგანია სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის თბილისში ვიზიტი, რომლის შესახებაც განცხადება ამერიკის საელჩომ გაავრცელა.
"ქართულ ოცნებაში" აქცენტს ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე აკეთებენ და აცხადებენ, რომ ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის შეცვლის იმედი არ აქვთ. ხელისუფლების ოპონენტთა პასუხისმგებლობის თემას ხაზი მათთან შეხვედრაზე ამერიკულმა დელეგაციამაც გაუსვა. ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკის დიპლომატიური მისიის ტექსტშიც, სადაც დახურული შეხვედრების შინაარსი გასაჯაროვდა. განცხადებიდან გაირკვა, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა საპარლამენტო ბოიკოტის გამო საყვედური მიიღეს.
საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. ლევან მახაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით მკაფიო იყო, მას არ აქვს იმედი, რომ მათი ოპონენტები ქუჩის ნაცვლად კონსტრუქციულ პოლიტიკას დაუბრუნდებიან.
"როდესაც საუბარი გვაქვს დემოკრატიაზე, კონსტიტუციური წყობილების პატივისცემაზე, იქ არ არსებობს მემარჯვენე ან მემარცხენე, ერთი მთავრობა ან მეორე მთავრობა, ყველამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიას და კონსტიტუციურ წეს-წყობილებას.
კარგია, რომ სწორედ ეს მთავარი გზავნილები მიიღო ამერიკელებისგან ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ. არ მაქვს იმის იმედი, რომ ისინი უარს იტყვიან თავიანთ რადიკალურ დღის წესრიგზე და ქუჩიდან დაუბრუნდებიან კონსტრუქციულ პოლიტიკას", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.