1781729221
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ პაატა კეშელავა აირჩიეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვება, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ პაატა კეშელავა 13 ხმით აირჩიეს.
ამავე სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ედნარ ნატარიძეს მოუსმენენ.











