წყალი დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1780598494
„4-იანი არც ნიშნავდა და არც ნიშნავს მიშა სააკაშვილს. ცდები თუ ეგრე გგონია ან ვინმე თუ გარწმუნებს, გატყუებს ან შეცდომაში შეჰყავხარ“, - წერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში და ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართავს.
„თავს ნუ მოიტყუებთ მეგობრებო: არ ყოფილა ეგრე და ძალიან ღიად, საჯაროდ და ხისტად ითქვა ეს, თან ძალიან ბევრჯერ. არც სააკაშვილის სახელი გამოუყენებია 4-იანს არჩევნებზე და დამარცხებული ნაცი რეგიონალების ჭორაობის გარდა, არც ერთი ამის რეალური მაგალითი არსად და არასდროს ყოფილა წარმოდგენილი.
დამარცხებული ნაცმოძრაობის და მისი დამფინანსებლების გაპრავება, თუ "რატომ ვერ შეძლეს", ტყუილიცაა და დღემდე სასაცილოდ და უსუსურად გამოიყურება. ყოველ ჯერზე ასე იქნება, ვიდრე ნაცმოძრაობა ვერ გაიგებს, რო მარტო მიშა არაა საკმარისი არათუ არჩევნების მოსაგებად, არამედ ოპოზიციაში ყველაზე წინ გასასვლელადაც კი. რაც მეტი დრო გავა, კიდევ უფრო მეტად ასე იქნება. იმიტომ კი არა, რომ მიშაა სუსტი (არა, მე პირიქით მგონია ახლაც და მანამდეც ასე მეგონა), არამედ იმიტომ, რომ არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი ჰგონიათ მიღწევადი. არადა, დიდი ხანია ასე აღარაა და კიდევ უფრო მეტად გამორიცხულია, რომ ოდესმე უკვე ასე იყოს.
სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს.
რეალურ პრობლემებზე მიუთითეთ, ჯობია, ამ პარტიასაც და მიშასაც, იმის ნაცვლად, რომ „რა თქმა უნდა ასეა და საკმარისია“ იძახოთ და ატყუოთ. ატყუოთ და კიდევ უფრო შეამციროთ მათი შანსები და ისეთი უმძიმესი შეცდომები დააშვებინოთ, როგორც მიშას აქ ჩამოსვლა იყო და უსასრულო ციხისთვის გაწირვა“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.