უკრაინამ 909 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

ცხედრების დაბრუნება

უკრაინამ 909 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. უკრაინული მედიის ცნობით, საგამოძიებო ორგანოებმა ქვეყნის შსს-ს საექსპერტო დაწესებულებებთან ერთად ახლა უმოკლეს დროში უნდა დაადგინონ დაღუპულთა ვინაობები.

სამხედროები, რომელთა ცხედრებიც უკრაინამ გუშინ დაიბრუნა, დაიღუპნენ კურახოვოს, პორკოვსკის, ბახმუტის, უგლედარის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, სუმისა და ხარკოვის მიმართულებებზე. ასევე მოხერხდა ცხედრების დაბრუნება რუსეთის ფედერაციაში მდებარე მორგებიდან.

ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის 41 დაღუპული სამხედროს ცხედრების დაბრუნების შესახებაც.