„დღეს ბათუმმა ყველაზე ლამაზი გოგო დაკრძალა...“ - ლიზი მოისწრაფიშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს
1786825142
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მართვადი საავიაციო ბომბებით ზაპოროჟიეს ორჯერ შეუტიეს. დაიღუპა ერთი, დაშავდა 31 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ზაპოროჟიეზე განხორციელებული ორი იერიშის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, სასაწყობე და კომერციული ნაგებობები.
თავის მხრივ, უკრაინამ რუსულ ინტერნეტ-მაღაზია Wildberries სასაწყობე-ლოგისტიკურ კომპლექსზე დრონებით იერიში ამჯერად ქალაქ ვლადიმირში მიიტანა. თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. კომპანიის ცნობით არავინ დაშავებულა. რუსული ბაზრის ერთ-ერთი გიგანტი ინტერნეტ-მაღაზიის ობიექტებზე უკრაინამ იერიშები 18 ივლისს დაიწყო და ათობით ობიექტი დაბომბა.