რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს

წითელი ჯვარი

რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს. შედეგად, კიევმა 909 ჯარისკაცის ნეშტი დაიბრუნა, მოსკოვმა კი – 41.

უკრაინამ დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს. გარდაცვლილი, სამხედროები ძირითადად, კურახოვის, ზაპოროჟიის, სუმისა და ხარკოვის მიმართულებებზე იბრძოდნენ.

ახლა ცხედრების იდენტიფიცირების პროცესი დაიწყება.