1765629268
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესაზე მასირებული შეტევა განახორციელეს
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესის პორტზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს. თავდასხმის შედეგად პორტში მდგარი თურქეთის საკუთრებაში არსებული სამი გემი დაზიანდა.
გავრცელებული ცნობით, საოკუპაციო ძალამ "კინჟალის" ტიპის რაკეტები გამოიყენა.
მომხდარს გამოეხმაურა თურქეთი. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეტევა ადასტურებს აქამდე გამოთქმულ შეშფოთებას, რომ რეგიონში მიმდინარე ომი ვრცელდება შავ ზღვაზე, ასევე საფრთხეს უქმნის საზღვაო ნავიგაციის უსაფრთხოებას.











