მედია: უიტკოფმა და კუშნერმა ბრიუსელში ზელენსკისთან შეხვედრა გააუქმეს

სტივ უიტკოფი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ამერიკულ დელეგაციასთან, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, გაუქმდა. ის ბრიუსელში უნდა გამართულიყო. ამის შესახებ ჟურნალისტმა ალექს რაფოღლუმ განაცხადა.

„წყაროების ინფორმაციით, ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ზელენსკი სახლში ბრუნდება“, - დაწერა მან.

ასევე, ჟურნალისტმა, კრემლის განცხადებაზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ უიტკოფმა და კუშნერმა ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ „დადეს პირობა“, რომ ვაშინგტონში გაემგზავრებოდნენ.