ილია თოფურიამ დუმილი დაარღვია - რას წერს UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი
1765801909
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ნოელ ბარო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციების დეტალებს ამხელს. მისი თქმით, სანქციების სიაში მოხვდება ცხრა კომპანია, რომლებიც რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს სავარაუდოდ, თავს არიდებენ.
ჟან ნოელ ბაროს განმარტებით, ევროკავშირის ახალ სანქციებს დაექვემდებარებიან გადაზიდვის კომპანიები, რომლებიც რუსულ კომპანიებთან – „როსნეფტთან“ და „ლუკოილთან“ თანამშრომლობენ.
გარდა ამისა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სანქციები იმოქმედებს 12 აგენტის წინააღმდეგაც, რომლებიც მისი თქმით, ევროპაში დესტაბილიზაციის გამომწვევ საქმიანობაში მონაწილეობენ.
„კერძოდ, საუბარია სანქციებზე, რომელიც დღეს იქნება მიღებული ხავიერ მოალის წინააღმდეგ, რომელიც ფრანგულ-რუსული წარმოშობისაა, ამჟამად რუსეთში ცხოვრობს და კრემლის პროპაგანდას ავრცელებს. ასევე, ჟან-მარკ დარანის მიმართ“, – განაცხადა ჟან ნოელ ბარომ და აღნიშნა, რომ დარანი „შტორმი 1516“-ის დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილედ ითვლება.