ხანძარი იმერეთში - არის მსხვერპლი
1776368360
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ გეგმავს ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში უმასპინძლოს.
დონალდ ტრამპმა პოსტი მას შემდეგ დაწერა, რაც გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ ლიბანი და ისრაელი 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ."ვაპირებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბიბი ნეთანიაჰუ და ლიბანის პრეზიდენტი, ჟოზეფ აუნი თეთრ სახლში მოვიწვიო პირველი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის ისრაელსა და ლიბანს შორის 1983 წლის შემდეგ - რაც ძალიან დიდი ხნის წინ იყო.
ორივე მხარეს სურს მშვიდობის ნახვა და მე მჯერა, რომ ეს მოხდება, თანაც სწრაფად!" - წერს ტრამპი.