1775936410
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა
მას შემდეგ, რაც უნგრეთში საარჩევნო უბნები დაიხურება, მედიისთვის საჯარო განცხადებას ქვეყნის პრეზიდენტი გააკეთებს.
დღევანდელი ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები უნგრეთის უახლოეს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ამომრჩევლის აქტივობას - დაფიქსირდა რეკორდული აქტივობა,17:00 საათის მონაცემებით, 74%-ზე მეტი. ეს არის ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ბრძოლა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა (Fidesz) და ოპოზიციონერ პეტერ მაგიარს (Tisza) შორის.











