„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1777320402
კიევში მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო ავრცელებს.
„აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილით, დედაქალაქის გოლოსეევსკის რაიონში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სროლისა და მძევლების აყვანის მიმართულებით – ტერორისტული აქტი, რომელიც სიკვდილით დასრულდა“, – განაცხადა მან.
გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ტერორისტული ქმედებების შედეგად დაიღუპნენ 11 წლის ბიჭის მშობლები, თავად არასრულწლოვანი კი ამჟამად საავადმყოფოშია.
„თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან მამაკაცი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა და ქალი, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. მათი ვაჟი, დაბადებული 2015 წელს, ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით და საჭირო მკურნალობას იღებს“, – აღნიშნა კრავჩენკომ.
მისივე თქმით, მსროლელი, რომელიც ლიკვიდირებულია, იდენტიფიცირებულია. თავდამსხმელი 1968 წელს მოსკოვში დაბადებული დმიტრო ვასილჩენკო იყო, რომელიც უკრაინის მოქალაქეობას ფლობდა. გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ მიიღებს ყველა საჭირო ზომას დანაშაულის გარემოებებისა და მისი მოტივების დასადგენად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და უკრაინის ეროვნულ პოლიციასთან თანამშრომლობით.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.