მერსი სულხანიშვილი "სარკასტიკის " წამყვანების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, პირველ კომენტარს აკეთებს
1795636575
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ამერიკულ ტელეარხ „ფოქს ნიუსთან“ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოცდას ცდილობს, მათ შორის, გასულ კვირას ჩინეთის ქალაქ შენჭენში გამართული შეხვედრის დროსაც ცდილობდა.
მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად, NATO-მ, ერთობლივად უნდა გააგრძელომ უკრაინის მხარდაჭერა, უკრაინის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება, რადგან ამით პუტინს ცდიან.
„მოდით, თვალი გავუსწოროთ რეალობას და ზუსტად შევხედოთ, რა ხდება. რუსეთს NATO-ს არცერთი წევრი ქვეყნისთვის არასდროს შეუტევია. თუმცა, წარსულში რუსეთი თავს დაესხა სხვა ქვეყნებს: 1979 წელს ავღანეთს, 2008 წელს – საქართველოს, ხოლო 2014 წელს – უკრაინას. ნატო უკიდურესად ძლიერია. ეს ზუსტად იმ პრინციპს გამოხატავს, რომელზეც პრეზიდენტი ყოველთვის საუბრობდა: მშვიდობა ძალის მეშვეობით და არა დათმობების გზით. მნიშვნელოვანია, რომ NATO-ც ძლიერი იყოს და უკრაინაც. ჩვენ, შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად NATO-მ, ერთობლივად უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა თავდაცვის ინდუსტრიისთვის აუცილებელი აღჭურვილობის მიწოდებით, რათა უკრაინამ ამ ომში ბრძოლა შეძლოს. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. უკრაინის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება სწორედ ის არის, რაც უნდა გავაკეთოთ, რადგან ამით პუტინს ვცდით. პრეზიდენტი ტრამპიც, მათ შორის, ჩინეთის ქალაქ შენჭენში გამართული შეხვედრის დროს, პუტინის გამოცდას ცდილობს. რამდენად სერიოზულია ის? მზად არის თუ არა მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად? ნამდვილად სურს თუ არა მოლაპარაკებებში ჩართვა? ამიტომ, გავაგრძელოთ ზეწოლა. ვფიქრობ, ეს მუშაობს და ეს კურსი უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.