1778184177
უკრაინამ რუსეთის რამდენიმე ქალაქზე იერიში მიიტანა
უკრაინამ რუსეთის რამდენიმე ქალაქზე იერიში მიიტანა. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა ქალაქ იეროსლავში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სამაშველო-სახანძრო სამსახური. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
უკრაინული დრონების სამიზნე გახდა როსტოვი და მოსკოვიც. ამ ეტაპისთვის, არიან თუ არა დაშავებულები, უცნობია.
შეგახსენებთ, 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით, რუსეთის თავდაცვის ძალებმა 8 მაისის შუაღამიდან 10 მაისამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს.












