1778184177
უკრაინა მასობრივად იბომბება - დნეპრზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა
უკრაინა მასობრივად იბომბება. დნეპრზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. ერთ-ერთ საწყობში ხანძარი გაჩნდა.
რუსული დრონების სამიზნე გახდა ქალაქი კრამატორსკიც. დაღუპულია 6 ადამიანი, 10-ზე მეტი დაშავდა. დაზიანდა 20-მდე მრავალსართულიანი კორპუსი და რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა, ასევე ავტომობილები.
აფეთქებები იყო ზაპოროჟიეშიც. დაღუპულთა რაოდენობა ათს აღემატება. არიან დაშავებულები. დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი შენობები. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურია მობილიზებული.












