გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1771229799
ბრიტანელმა ჯოშუა სანდერსმა გინესის რეკორდი დაამყარა კოცნის რაოდენობაში. ამის შესახებ ოფიციალურ ანგარიშზე იტყობინება Guinness World Records-ი.
რეკორდი დაფიქსირდა ლონდონში. ვიდეოზე ჩანს, როგორ კოცნის სანდერსი თავის შეყვარებულს, ჯენი ტროის, 30 წამის განმავლობაში 146-ჯერ.
მსოფლიოს რეკორდი „ხანგრძლივი კოცნისთვის“ კი ტაილანდელ ცოლ-ქმარს ეკუთვნის. 2013 წელს მათ მონაწილეობა მიიღეს ყველაზე ხანგრძლივი კოცნის კონკურსში, რომელიც წმინდა ვალენტინის დღეს გაიმართა.