ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე.

„ახლახან მქონდა შესანიშნავი საუბარი ლიბანის პატივსაცემ პრეზიდენტთან, ჯოზეფ აუნთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბიბი ნეთანიაჰუსთან“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

„ეს ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ თავიანთ ქვეყნებს შორის მშვიდობის მისაღწევად, ისინი ოფიციალურად დაიწყებენ 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტას აღმოსავლეთის დროით 17:00 საათიდან“, - აცხადებს ტრამპი.

ტრამპის თქმით, მან დაავალა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანსა და გაერთიანებული შტაბების მეთაურს, რომ იმუშაონ ისრაელსა და ლიბანთან „ხანგრძლივი მშვიდობის“ მისაღწევად.