გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეფასებით, „დიდი შვიდეულიდან“ რუსეთის გაძევება თავის დროზე სულელური გადაწყვეტილება იყო, რამაც მოსკოვს უკრაინაში ომის დაწყებისკენ უბიძგა.
„დღეს თუ იქნებოდა „დიდი რვიანი“ და რუსეთი იქ იქნებოდა, ვფიქრობ, სავარაუდოდ, არ გვექნებოდა ეს აბსურდული, სასიკვდილო ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს. რუსეთი გააძევეს და, შესაძლოა, ამის გამო მილიონობით ადამიანი კვდება. თუ ის სხვა ადამიანებთან ერთად იჯდებოდა მაგიდასთან, შვიდ ადამიანთან ერთად, რომლებიც მას ეტყოდნენ: „ნუ გავაკეთებთ ამას“, ვფიქრობ, სავარაუდოდ, არ გექნებოდათ ის პრობლემები, რაც გაქვთ“, - თქვა ტრამპმა.