ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: ნეთანიაჰუ ძალიან მადლობელი უნდა იყოს - ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონოდა, ისრაელი ორ საათსაც ვერ იარსებებდა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The New York Times-ს განუცხადა, რომ თუ ირანი ვერ მიაღწევს საბოლოო ბირთვულ შეთანხმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იგი განაახლებს სამხედრო თავდასხმებს თეირანზე ან ამერიკის შეერთებულ შტატებს „ახლო აღმოსავლეთის მფარველად“ აქცევს, რეგიონის შემოსავლების 20%-ის სანაცვლოდ.

მისი თქმით, ირანთან მიღწეული შეთანხმება საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტის „სამუდამოდ უბაჟო“ მუშაობას.

მან ასევე პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ძალიან რთული ადამიანი“ უწოდა და განაცხადა, რომ პრემიერი მისი მადლობელი უნდა იყოს.

„ის ძალიან რთული ადამიანია“, - განუცხადა ტრამპმა The New York Times-ს ნეთანიაჰუს შესახებ. - „და სიმართლე რომ გითხრათ, ის ძალიან მადლობელი უნდა იყოს ჩვენი ამის გაკეთებისთვის. იმიტომ, რომ ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონოდა, ისრაელი ორ საათსაც ვერ იარსებებდა“.