The Washington Post: უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირის გზაზე ბლოკირება მოხსნა, თუმცა ხანგრძლივმა ვადებმა შესაძლოა კიევი რისკის ქვეშ დააყენოს

პეტერ მადიარი

უნგრეთმა მოხსნა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების ხანგრძლივი ბლოკირება - თუმცა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთი კვლავაც შეეწინააღმდეგება ზელენსკის მიერ მოთხოვნილ დაჩქარებული გაწევრიანების პროცესს, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი სტატიაში სათაურით „უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირის გზაზე ბლოკირება მოხსნა, თუმცა ხანგრძლივმა ვადებმა შესაძლოა კიევი რისკის ქვეშ დააყენოს“.

ევროკავშირში გაწევრიანებას შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს, რადგან წევრობის მსურველი ქვეყნები მუშაობენ თავიანთი მთავრობისა და საჯარო ადმინისტრირების ყველა ასპექტის რეფორმირებაზე, რათა ისინი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ.

უკრაინას ნატოში გაწევრიანებაც სურს, თუმცა, რადგან ეს გზა, როგორც ჩანს, აშშ-მა დაბლოკა - ნაწილობრივ რუსეთის დასამშვიდებლებლად, რომელიც მკაცრად ეწინააღმდეგება უკრაინის შესვლას დასავლურ სამხედრო ალიანსში - ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირს რაც შეიძლება მალე უნდა შეუერთდეს.

თუმცა, მადიარმა განაცხადა, რომ არანაირი შეღავათები არ იქნება.

„თუ უკრაინა მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში შეძლებს გაწევრიანების ყველა - 33-ვე თავის დახურვას, უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირში შესვლას, იურიდიულად სავალდებულო რეფერენდუმის პირობით“, - აღნიშნა მან განცხადებაში.

უნგრეთი დათანხმდა, უარი ეთქვა ოფიციალური გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგობაზე მას შემდეგ, რაც კიევმა და ბუდაპეშტმა მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური უნგრელი მოსახლეობის უფლებების გაფართოების შესახებ - საკითხზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ართულებდა.