თეთრი სახლი: პრეზიდენტი იმედგაცრუებულია, მისი მოთმინების ფიალა ივსება - სამწუხაროდ, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ზელენსკი არასწორი მიმართულებით მიდის

კაროლინ ლევიტი

თეთრი სახლის სპიკერმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების პროგრესის ტემპით.

„პრეზიდენტი იმედგაცრუებულია. მისი მოთმინების ფიალა ივსება. მას სურს გააკეთოს ის, რაც სწორია მსოფლიოსთვის. მას მშვიდობის ხილვა სურს. მას სურს მკვლელობების შეწყვეტა, მაგრამ ამისთვის ომის ორივე მხარის მზადყოფნაა საჭირო. და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ზელენსკი არასწორი მიმართულებით მიდის“, - აღნიშნა კაროლინ ლევიტმა.