თეთრი სახლის ცნობით, დონალდ ტრამპი სირიისთვის სანქციების მოხსნის ბრძანებას ხელს მოაწერს

ტრამპი

დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ხელს მოაწერს ბრძანებას სირიაზე დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

ლევიტის თქმით, სანქციების მოხსნა არის სტაბილურობისა და მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე ხელშეწყობა და მხარდაჭერა.

„ბრძანება გააუქმებს სირიაზე დაწესებულ სანქციებს, მაგრამ სანქციები შენარჩუნდება ყოფილი პრეზიდენტის ასადის, მისი თანამოაზრეების, ადამიანის უფლებების დამრღვევების, ნარკომოვაჭრეების, ქიმიურ იარაღთან, იარაღის საქმიანობასთან დაკავშირებული პირების, ISIS-ისა და მისი მხარდამჭერების, ასევე ირანელი დაქირავებულების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ლევიტმა.