სირიაში ამერიკელი და სირიელი სამხედროების კოლონაზე თავდასხმა მოხდა, არიან დაღუპულები

სირია

სირიაში ამერიკელი და სირიელი სამხედროების საერთო კოლონაზე თავდასხმა მოხდა.

კოლონას ცეცხლი პალმირაში პატრულირების დროს გაუხსნეს.

სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ წყაროებზე დაყრნობით წერს, რომ თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილებიც.

პენტაგონი ინციდენტს ჯერჯერობით არ გამოეხმაურებია.